“გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ კარანტინში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მათ კარანტინში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მისივე განცხადებით, დევნილების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.

„ჩვენი ექიმებისთვის კომფორტული გარემო რომ შეგვექმნა და მათ ჩაეტარებინათ ყველა ის მოსაძიებელი საჭირო ღონისძიება დევნილებთან და ამ დასახლებაში არ შექმნილიყო გლობალური პრობლემა, დროებით იზოლაციაში მოქცევის გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ. ჩვენ კვლავ ვმსჯელობთ იმის თაობაზე, დარჩებიან თუ არა ისინი თვითიზოლაციაში თუ გადაყვანილი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილ საკარანტინო ზონებში, რაც შემდეგი რამდენიმე დღის მანძილზე გახდება ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები