ჭიათურაში საბავშვო-ბაღის 1522 აღსაზრდელი საკვების ერთი თვის მარაგს მიიღებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული საბავშვო ბაღის 1522 აღსაზრდელზე საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო. სკოლამდელი სექტორის ყველა აღსაზრდელი საკვების ერთი თვის მარაგს მიიღებს.
დღეს საკვები პროდუქტები ქალაქის პირველ, მეექვსე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერტმეტე განყოფილების აღსაზრდელებზე გაიცა.
პროდუქტების გაცემის პროცესს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე პირადად დაესწრო.
“მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო სააღმზრდელო პროცესი ჭიათურის საბავშვო ბაღებშიც შეჩერებულია. ჩვენ გადავწყვიტეთ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტი გადავცეთ და ამ ფორმით გამოვხატოთ მხარში დგომა ყველა იმ ბავშვისადმი, რომელიც ბაღში დადის, მაგრამ დღეს სახლში უწევს ყოფნა. მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ სახლში, რათა რაც შეიძლება მალე გავუმკლავდეთ მსოფლიო პანდემიას და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ჭიათურის მერმა.
სასურსათო კალათის გადაცემა აღსაზრდელთა ოჯახებზე ეტაპობრივად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები