პოლიციამ მარნეულში რამდენიმე დღის წინ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი იპოვა

სამართალდამცველებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარალიდან რამდენიმე დღის მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი იპოვეს.
როგორც “კვირასთვის” გახდა ცნობილი, პოლიციამ მოპარული 4 სული მსხვილფეხა პირუტყვი მეპატრონეს უკვე დაუბრუნა.

ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან და მათი დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები