კობა კობალაძე: საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დარჩება ჩვენი ხელისუფლების ყურადღების მიღმა

ავჭალა-გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა – კობა კობალაძემ, ბიუროსა და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებსა და მრავალშვილიან ოჯახებს საკვები და საოჯახო ნივთები მიუტანა.

მისი თქმით, საქართველოს არცერთი მოქალაქე არ დარჩება ხელისუფლების ყურადღების მიღმა.

„ჩვენი გუნდის ერთიანი ძალისხმევით, ავჭალა-გლდანის რაიონში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და პენსიონერებს, დაახლოებით, 500 ოჯახს, საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადავეცით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მოწინავეა ევროპის ქვეყნებს შორის პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების კუთხით. ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი ხელისუფლების წარმატება, ეფექტური მუშაობის შედეგები და პროფესიონალთა გუნდის თავდადება ერთხმად აღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თითოეულ იმ პროფესიონალს, რომელიც 24-საათიან რეჟიმში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად შრომობს. მჯერა, ერთად დგომით ამ მძიმე პერიოდს ძალიან მალე დავძლევთ. მანამდე კი ჩვენს არცერთ მოქალაქეს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გვერდში დგომა, ყურადღებას არ მოვაკლებთ”, – განაცხადა კობა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები