სისხლის უანგარო დონაციას ყვარელში “ქართული ოცნების” წევრები შეუერთდნენ (ვიდეო)

ყვარელში მმართველი გუნდის წევრები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში იღებენ მონაწილეობას.
გაღებული სისხლი, საჭიროების მიხედვით, თბილისში ბავშვთა და მოზრდილთა კლინიკებში გადაიგზავნება.

სისხლის გაღების აქციაში მონაწილეობა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმაც მიიღო. როსტომ სესიაშვილის განმარტებით, აქცია დადებითად მიიღო საზოგადოებამ და აქტივობაც შესაბამისად მაღალია.
“აქცია დადებითად მიიღო საზოგადოებამ და მეც, როგორც მუნიციპალიტეტის მერი, აუცილებლად გავიღებ სისხლს, როგორც ამას 6 თვეში ერთხელ ვაკეთებ ხოლმე და შევუერთდები აქციას”, – განაცხადა სესიაშვილმა.

აქცია – “გაიღე სისხლი,გადაარჩინე სიცოცხლე” ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით ტარდება,  აქციაში კი პირველი, კახეთის რეგიონის მასშტაბით, ყვარლის მუნიციპალიტეტი ჩაერთო.
https://youtu.be/TcbaZ0FIxEI

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები