მარნეულში 62 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულში, „ჯეო-ჰოსპიტალში“ 62 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია „რეგიონულ კვირასთან“  „ჯეო-ჰოსპიტალის“ დირექტორმა, ტატა შენგელაიამ დაუდასტურა.
„დღეს ჩვენს კლინიკაში კორონავირუსის კიდევ ერთი  შემთხვევა დადასტურდა. მამაკაცი 62 წლისაა, ბოლნისში მაცხოვრებელი. ამ წუთისთვის ველოდებით სპეციალურ ბრიგადას, რათა მოხდეს მისი თბილისში გადაყვანა“, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 48, გარდაცვლილი – 3, კარანტინში იმყოფება 4682 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 375 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები