შიდა ქართლში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, ქურთის, ერედვის, თიღვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცათ. ამ ეტაპისთვის, უკვე 3 000-მდე ოჯახმა მიიღო სურსათი. სურსათის გადაცემა დამატებით 2000-მდე ოჯახისთვის იგეგმება. გარდა დევნილთა ჩასახლებისა, სასურსათის მარაგი რამდენიმე ათეული ვეტერანის ოჯახსაც გადაეცა.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ხოჯევანიშვილი ადგილზე გაეცნო აქციის მსვლელობას და პირადად ესტუმრა ერთ-ერთოჯახს.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს ამ მნიშვნელოვან საქმეში ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ მოსახლეობას გარკვეული მარაგი მივაწოდოთ. ასევე, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული საქველმოქემდო ღონისძებებში და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას“, -აღნიშნა რწმუნებულმა.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიური რეჟიმით მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა მიმდინარეობს. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები