“მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს” – ქუთაისის მერი თანამდებობიდან გადადგა

ქუთაისის მერი – გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია გადაწყვეტილების შესახებ ჭიღვარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მერმა მოსახლეობას ნდობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მშვიდობა უსურვა.

“2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე –  უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას – თანამშრომლობისთვის. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!”, – ნათქვამია გიორგი ჭიღვარიას გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა. ქუთაისის მერის მოვალეობას,  დროებით, ჭიღვარიას მოადგილე – დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები