„ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურის ქუჩებში სადეზინფექციო და მომრეცხი სამუშაოები ჩაატარა

„ჯორჯიან მანგანეზი“ კორონავირუსთან (COVID19) ბრძოლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. გუშინ ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის მიერ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო და მომრეცხი სამუშაოები ჩატარდა. ქუჩის მორეცხვის სამუშაოები „ჯორჯიან მანგანეზის“ მექანიკური დაგვისა და გადამრეცხი უნივერსალური ავტომობილებით განხორციელდა და მასში კომაპნიის დასუფთავების სამსახურის მიერ გამოყოფილი ბრიგადის 10 წევრი იღებდა მონაწილეობას.

სადეზინფექციო სამუშაოების პროცესში „ჯორჯიან მანგანეზთან“ ერთად ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები იყვნენ ჩართულები. კომპანია მსგავსი სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებას ზესტაფონშიც გეგმავს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძეს განცხადებით, კომპანია აღნიშნულ სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

„ჯორჯიან მანგანეზმა“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმომ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჭიათურაში ქუჩის მომრეცხი და სადეზინფექციო სამუშაოები განახორციელა. „ჯორჯიან მანგანეზის“ დასუფთავების სამსახური მაქსიმალურად მობილიზებულია და აღნიშნული სამუშაოების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს“, – განაცხადა გიორგი ჩხეიძემ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ აღნიშნა, რომ ტექნიკა, რომელიც კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” აქვს, მნიშვნელოვნად ეხმარება მუნიციპალიტეტს კორონავირუსთან ბრძოლაში.

„ჩვენ მობილიზებულები ვართ იმაზე, რომ ჭიათურაში მომრეცხი სამუშაოების ჩასატარებლად ყველა უბანში შევიდეთ და ახალ კორონავირუსს სადეზინფექციო საშუალებებით ვებრძოლოთ. შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ეს ვირუსი ერთად დგომით დავამარცხოთ. ბევრ ქალაქს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მსგავსი სახის სპეცტექნიკა ჰქონდეს. ერთობლივად ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამოგვსვლია და მომავალშიც გამოგვივა“, – აღნიშნა გიორგი მოდებაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები