ფოთის ჰოსპიტალში “ცხელების ცენტრიდან” კორონავირუსის სიმპტომებით 4 პაციენტი გადაიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში, ე.წ. ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით წუხელ ოთხი პაციენტი იქნა მოთავსებული – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა განაცხადა. ვიბლიანის განმარტებით, მათგან ერთი ქალი ოკუპირებული გალიდანაა, ორი ქალი და ერთი მამაკაცი კი – ქობულეთიდან.
ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და დღეს გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა მათი ანალიზები ლუგარში. რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორსულ ქალბატონს – იგი სპორტსმენის კლასტერიდანაა. მამაკაცს კი ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მათ covid 19 არ დაუდასტურდათ.
ცნობისთვის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ორი იფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 8 აპრილის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თვითიზოლაციაში – 86 ადამიანია, მეთვალყურეობიდან – 686 პირი მოიხსნა, კარანტინში კი – 272 ადამიანი იქნა გადაყვანილი, კარანტინიდან – 162 მოქალაქე მოიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები