ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

ახალციხეში, სოფელ ივლიტასთან ავტოსაგზაო შემხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “იმედში” გადაიყვანა. როგორც  “რეგიონულ კვირას” კლინიკაში განუცხადეს, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და მას გამოკვლევები უტარდება.

“ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მძიმე ქალატვინის ტრამვით შემოვიდა. ახლა გამოკვლევები უტარდება, თუმცა, დიდი ალბათობით, თბილისში გადავიყვანთ”, – განაცხადა კლინიკის მენეჯერმა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები