ქარელში 4 მოქალაქის ანალიზის პასუხი მიიღეს – ყველა უარყოფითია

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რიუსში მცხოვრები ოთხი მოქალაქის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. საუბარია პირებზე, რომლებსაც კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდათ.  როგორც ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირინა ფარეხელაშვილმა განცხადა, ამ დროისთვის, სოფელ რიუსში თვითიზოლაციაში 84 პირი იმყოფება.
„28 მარტს იმყოფებოდა სტუმრად ოჯახში. ოჯახის ყველა წევრი არის იდენტიფიცირებული. ერთ-ერთი მათგანი გადაყვანილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტალში. გაგზავნილი ანალიზების პასუხები 4-ვე წევრზე არის უარყოფითი. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში რჩება 84 პირი, რომელიც შემხებლობაში იყო აღნიშნულ ოჯახთან. თვითიზოლაცია გაგრძელდება 2 კვირას“, – განაცხადა ირინა ფარეხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები