“აგრარული ბაზრები, რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ძირითადად – საბითუმო პლატფორმის ფორმატში, გაწერილი რეჟიმით შეძლებენ ფუნქციონირებას”

“აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ, ძირითადად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, თუმცა იქნება გამონაკლისებიც”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანლის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებში, ისინი ფუნქციონირებას შეძლებენ.

„იქედან გამომდინარე, რომ ყოველ დღეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცვლება, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და ადეკვატურია იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში, მათ შორის, გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ, ძირითადად, აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული. თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს, შტატებს, რომლებიც რეგიონის ჭრილში გუბერნატორებთან ერთად არსებობს. გადაწყვეტილება იყო მიღებული, მათ შორის, თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით. ეს უკავშირდებოდა მყისიერად იმ რისკებს, რომლებიც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, რათა სწრაფად ჩატარებულიყო სადეზინფექციო სამუშაოები. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომლებიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტო ხელმძღვანლის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში, ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას, ძირითადად, საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტში“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები