აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

აზერბაიჯანში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 76 ახალი შემთხვევა და ერთი ლეტალური ფაქტი გამოვლინდა, – ნათქვამია ოპერატიული შტაბის განცხადებაში.

ჯამურად,ვქვეყანაში COVID-19-ით უკვე 717 ადამიანია ინფიცირებული, 8 გარდაცვლილი, 44 კი განიკურნა.

კლინიკებში მოთავსებული 23 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 31-ის – საშუალო სიმძიმის, დანარჩენების კი – სტაბილური.

რაც შეეხება გუშინ გარდაცვლილ მოქალაქეს – ის 1953 წელს დაბადებული იყო და შაქრის დიაბეტი აწუხებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები