ალავერდის მამათა მონასტერში ხარების დღესასწაული აღნიშნეს

ალავერდის მონასტერში ხარების დღესასწაული იზეიმეს. მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა აღავლინა.

მრევლი იმ სპეციალურ ნიშნებზე იდგა, რომელიც ეპარქიამ დისტანციის დაცვის მიზნით გააკეთა. ზიარების მიღების შემდეგ მომლოცველებმა სიტკბოება როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე , ერთჯერადი ჭიქებიდან, სურვილისამებრ მიიღეს.

მუმდივად ლაპარაკია ვირუსზე, საფრთხეებზე, რა თქმა უნდა, წესები როგორც მოქალაქეების ვალია უნდა დავიცვათ , მაგრამ  რწმენას არ უნდა ვუღალატოთ . ვინც მოითხოვს სახლში ზიარებას სამღვდელოება მზად არის მივიდნენ და აღსარებაც მოისმინონ და წესისამებრ აზიარონ კიდე . დადგენილი მოთხოვნები ვცდილობთ, რომ დავიცვათ”,- აღნიშნა ქადაგებისას მეუფე დავითმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები