ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის ყველა ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის გათვალისწინებით, 772 აღსაზრდელი 8 დასახელების პროდუქტს მიიღებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაღდათის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების პროდუქტების შეძენა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.
“ერთი აღსაზრდელის სასურსათე პაკეტი 40 ლარის ღირებულებისაა. საკვების გაცემა დღეს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სურსათის გაცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.