ახალციხეში ე.წ ცხელების ცენტრი გაიხსნა
ახალციხეში ე.წ ცხელების ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება შესაბამისი სამედიცინო აპარატურითა და ინფრასტრუქტურითა აღჭურვილი.
როგორც ცენტრის თანამშრომლები ამბობენ, ადგილზე უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად იცავენ. ე.წ ცხელების ცენტრებში იმ მოქალაქეებს მოათავსებენ, რომელთაც ტემპერატურა აღენიშნებათ. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალურად გადამზადებული მედპერსონალი პაციენტებს ნიმუშს აუღებს, შესაბამის კვლევებს ჩაუტარებს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – გელა ნოზაძე და მერის მოადგილე – რუბენ კარაპეტიანი ახალციხეში ე.წ ცხელების ცენტრში არსებულ ვითარებასა და დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.