ცაგერში მაშველებმა წყალში ჩარჩენილი შველი გადაარჩინეს (ფოტოები)

ცაგერში, “ლაჯანურჰესის“ სათავე ნაგებობის მახლობლად,  “საგუბარში” მოსახლეობამ შუა წყალში ჩარჩენილი შველი შენიშნა, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და დახმარებას საჭიროებდა.

ადგილობრივებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართეს. ცაგერის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე დროულად მივიდნენ და ცხოველი დახრჩობას გადაარჩინეს.

შველს გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც მაშველებმა ის ზოოვეტერინართან გადაიყვანეს.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა “რეგიონული კვირას” განუცხადა, ცხოველს დაზიანებული ადგილები დაუმუშავდა. გამოჯანმრთელების შემდეგ შველს ისევ ბუნებაში დააბრუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები