“პოლიტიკური ქულების დაწერა ამ მტკივნეულ დროს არის უნამუსობის პიკი!”

საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში, სანდრო თოფურია საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია, იკადროს.

“ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის – უნამუსობას! მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი კონსულები: ნანა ჩაბრავა, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი ადვაძე 24-საათიან რეჟიმში ეძებდნენ და სახლში აბრუნებდნენ სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, ყველას, განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე! აბსოლუტურად ყველა იყო უზრუნველყოფილი პირველადი საჭიროების პოზიციებით და მათთან ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი, სანამ არ დაბრუნდნენ სამშობლოში! პოლიტიკური ქულების დაწერა ამ მტკივნეულ დროს არის უნამუსობის პიკი! დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია, იკადროს! ის ორი პასპორტი ამოატრიალეთ, წითელი გვერდები რომ უჩანს ვიდეოში და მერე ილაპარაკეთ, ათზე მეტი ხართ თუ არა!!! ინტრიგანი!!!”, – წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები