აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მეთხილე ფერმერებზე ექსტენციის მიწოდების პროცესს დაესწრო
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო თხილის კულტურის დაცვის კომპლექსურ პროგრამაზე, მეთხილეობის დარგის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან აქტიურად მუშაობს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტებსა და დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრები აქტიურად იმართება.
თხილის მავნებლებისა და სხვა სოკოვანი დაავადებებისგან დაცვის მიზნით, დაგეგმილია მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის, ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა, რათა მათ დროულად განახორციელონ საჭირო აგროღონისძიებები და თავიდან აიცილონ თხილის მოსავლის დაზიანება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ფერმერებისა და აგრომეწარმეების საქმიანობის ეფექტურობისა და, მდგრადობის ამაღლების მიზნით, 2020 წელს აგრძელებს ქვეპროგამას აგრარული ექსტენციის მიმართულებით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში მეთხილე ფერმერებს მიეწოდა ექსტენცია თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის შესახებ, რომელიც მცენარეთა დამცველებმა განახორციელეს.
მეთხილე ფერმერებზე ექსტენციის მიწოდებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ტიტე აროშიძე დაესწრო.