ლალი ტურძელაძე: “თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ თანამშრომლებს გარდაცვლილ 81 წლის ქალთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც თავდაპირველად მათ კლინიკაში იყო მოთავსებული

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან“ ჩვენს კლინიკაში გადმოყვანილი ორი პაციენტი მედპერსონალის წარმომადგენელია, რომლებიც ინფიცირების სავარაუდო წყაროდ გუშინ გარდაცვლილ 81 წლის ქალბატონს ასახელებენ, რომელიც თავდაპირველად სწორედ „თბილისის ზღვის ჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

„თავად ამბობენ, რომ იმ პაციენტთან ჰქონდათ კონტაქტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ყველა წესის დაცვით მუშაობდნენ, მაგრამ, ალბათ, სადღაც მაინც დაირღვა ეს წესი დასნებოვნებულ პაციენტთან კონტაქტის დროს, ორს აქვს დადასტურებული კორონა ინფექცია”, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

ცნობისთვის, “თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები