დავით ზალკალიანი “ნაცმოძრაობის” შეთავაზებაზე: თუკი რაიმე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლია, თანხა, ამ ფონდში ჩარიცხოს

“ჩვენ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას. თუკი რაიმე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი, რომელიც არის ცენტრალიზებული და ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია, თანხა, ამ ფონდში ჩარიცხოს”, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა კითხვას – გეგმავს თუ არა მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ოპოზიციისა და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შეთავაზების მიღებას.

„ჩვენ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც იყო შემოთავაზებული, უკვე გვაქვს დანიშნული ფრენები და რეისები. ჩვენ თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ვახდენთ მოქალაქეების დაბრუნებას. თუკი რაიმე მსგავსი სახის ინიციატივები არსებობს, არის ამისთვის შესაბამისი ფონდი, რომელიც არის ცენტრალიზებული და ვისაც აქვს სურვილი, კერძო პირი იქნება თუ სხვადასხვა ორგანიზაცია, შეუძლია, ამ ფონდში ჩარიცხოს და ყველა რეისი და ყველა ფრენა იქნება დაგეგმილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან და, ასევე, საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ახლო კოორდინაციით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ შესაბამისი საელჩოებისგან, იქ არსებული მდგომარეობის შესახებ, ჩვენი მოქალაქეების მომართვიანობის შესახებ, შემდეგ ხდება ამ ინფორმაციის ანალიზი, გადამუშავება და შემდგომ უკვე ეტაპობრივად, გეგმაზომიერად, თანმიმდევრულად ყველა მიმართულებით ფრენების დანიშვნა. ყველა ის მიმართულება, რომელიც იყო შემოთავაზებული, ჩვენ გვაქვს სრულიად ათვისებული და ასევე, ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე და ეს იქნება მჭიდრო კოორდინაციაში განხორციელებული საკოორდინაციო საბჭოსთან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები