“გორმედის” ქსელის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორაში 3 ნიმუში გაიგზავნება
“გორმედის” ქსელის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორაში დღეს 3 ნიმუში გაიგზავნება, აქედან 1 – გორიდან, 2 კი – ხაშურიდან. აღნიშნულის შესახებ “გორმედის” ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, გორში ცხელების ცენტრის ბოქსირებულ პალატაში ერთი პაციენტია მოთავსებული.
“24 საათის მანძილზე გორში ცხელების ცენტრში შემოსულია 10 პაციენტი, აქედან ადგილზე დღესდღეობით რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც აეღება ნიმუში და გაიგზავნება.
რაც შეეხება ხაშურს – დღე-ღამის განმავლობაში შემოსულია 5 პაციენტი, აქედან 2 რჩება ადგილზე, ისინიც ელოდებიან ტესტის მასალის აღებას.
ქოლცენტრზე განხორციელებულია სხვადასხვა რაიონიდან 10 ზარი, საეჭვო არცერთი იყო. მიეცათ შესაბამისი რჩევა-დარიგებები და გაგრძელდება მათი მონიტორინგი”, – განაცხადა “გორმედის” ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ჭეიშვილმა.