მეუფე გრიგოლი: თუ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ტაძარში მოსვლისა, მაშინ მსახურება გარეთ გაიმართება

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მთავარ შეკითხვაზე, როგორ ჩატარდება წლის მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული, განაცხადა, რომ თუ ადამიანებს ტაძარში მოსვლის შესაძლებლობა ექნებათ, მსახურება აუცილებლად გარეთ გაიმართება.
,,ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, ტაძარში მოსვლისა, მაშინ მსახურება გაიმართება გარეთ, აუცილებლად. უსისხლო მსხვერპლშეწირვა, რასაც ჩვენ ლიტურგიას ვეძახით, აუცილებლად შესრულდება. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ყველაფერი ის, რაც ეხება თითოეულ მოქალაქეს, გვეხება ჩვენც, ბუნებრივია. კანონებს ჩვენ არ ვადგენთ. თავისთავად, ცხადია, ვექვემდებარებით კანონის მოქმედებას, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ საზოგადოების კეთილდღეობისკენ სწრაფვას”, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
რაც შეეხება ღვთისმსახურებას, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკება და შეიკრიბება თუ არა სინოდის სხდომა, მეუფე განმარტავს, რომ საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, წმინდა სინოდი ვერ შეიკრიბება.
„ვითვალისწინებთ რა, რომ საგანგებო ვითარებაა, ასე ვთქვათ, ფორსმაჟორი, როგორც იტყვიან, სინოდი ვერ შეიკრიბება, თუნდაც იმ სფრთხეებიდან გამომდინარე, რაზეც საუბარია. ალბათ კათოლიკოს პატრიარქი მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ადამიანები, ვინც ებრძვიან ამ ვირუსებს და მკურნალობენ ადამიანებს, თუ ისინი ამბობენ, როგორც პატრიარქი გვეტყვის ისე მოვიქცევითო, მე როგორ ვიტყვი ახლა მღვდელ მთავარი. რა თქმა უნდა ამ ფორსმაჟორში მისი აზრი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება”- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები