ქუთაისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში საეჭვო სიპტომების მქონე სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგასტურდა. თუმცა როგორც კლინიკის მთავარმა ექიმმა “რეგიონულ კვირასთან”განაცხადა, “ცხელების ცენტრიდან” ერთ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გადაჰყავთ.

“მივიღეთ სამი უარყოფითი პასუხი, თუმცა როგორც ახლა მაცნობეს “ცხელების ცენტრიდან” გადმოჰყავთ ერთი კორონავირუსზე დადებითი პასუხის მქონე პაციენტი. ამ დროისთვის, ოთხი პაციენტია კლინიკაში და დაემატება ახლა მეხუთე. იმ ოთხიდან ერთის მდგომარეობაა შედარებით მძიმე, რადგან არის პნევმონია, დანარჩებების მდგომარეობა არის მსუბუქი”,- განაცხადა თემურ ნადირაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 159 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 31, კარანტინში იმყოფება 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 344ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები