საჩხერის სამედიცინო ცენტრში 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედტიცინო ცენტრში ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს და მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ცენტრის დირექტორის თქმით, პაციენტები კლინიკაში თვითდინებით მივიდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფულებელია. ასეთივეა ცენტრში მოთავსებული იმ ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც Covid-19-ის დიაგნოზი აქვთ.

“დღეს მივიღეთ ოთხ საეჭვო პაციენტზე პასუხები და მათ კორონავირუსი არ აქვთ, რაც შეეხება იმ ორ პაციენტს, რომელიც კლინიკაში Covid-19-ის დიაგნოზით არიან, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში გავწერთ. კარანტინში კი 57 ადამიანი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია”,  – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 155 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 27 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინში 5526 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები