მეუფე გერასიმე: ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში მსახურება 4 საათზე დაიწყება
ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის, მეუფე გერასიმეს განცხადებით, ეპარქიაში შემავალ ყველა ტაძარში მსახურება 4 საათზე დაიწყება.
როგორც მეუფემ განმარტა, ეკლესია ითვალისწინებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას.
“9 საათზე იწყება ე.წ კომენდანტის საათი და ნებისმიერი ადამიანი მოასწრებს ტაძრიდან სახლში მისვლას. რაც შეეხება მრევლს შორის დისტანციას – დისტანციაზე ხედავთ, რომ არა მხოლოდ ტაძარში, არამედ გარეთაც გავაკეთეთ ხაზები. თუ იმდენი ხალხი იქნება, რომ დისტანციას ვერ დავიცვათ ისე, როგორც ეს რეკომენდებულია, მრევლის ნაწილი გავა გარეთ”, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.