საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულის საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.
მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ “ჯეო ჰოსპიტალში” კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლინიკა, საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, შესაბამისად, 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს.
ცნობისთვის, საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან-დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200-მდე პაციენტმა გაიარა.