გორსა და ხაშურში ე.წ ცხელების ცენტრს განვლილი 24 საათის განმავლობაში 16 პაციენტმა მიმართა
გორსა და ხაშურში ე.წ ცხელების ცენტრს განვლილი 24 საათის განმავლობაში 16 პაციენტმა მიმართა. საავადმყოფოთა ქსელის, “გორმედის” დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის განცხადებით, მათგან საეჭვო მხოლოდ 1 შემთხვევა იყო, რომლის ანალიზიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, თუმცა, პაციენტს კოვიდ-19-ის დიაგნოზი არ დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, ე.წ ცხელების ცენტრი კოორდინებულად მუშაობს გადაუდებელი დახმარების ცენტრთან და პირმა, რომელსაც მომატებული ტემპერატურა აღენიშნება, უნდა დარეკოს 112-ზე. მას შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შიდა ქართლის რეგიონებში – გორსა და ხაშურში ,,ცხელების ცენტრები” ამოქმედდა და მუშაობის პროცესში ოჯახების ექიმები ჩაერთნენ.