106 პროცენტით შესრულებული გეგმა – ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანგარიში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წლის პირველი კვარტლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმა 106.3 % ით შეასრულა.
სამინისტროს ანგარიშის თანახმად, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს 181 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსის ათვისება მოხერხდა (433.9 მილიონი ლარი).

გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გაერთიანებული წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიებმა.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ, გამოყოფილი კრედიტებისა და გრანტების ნაწილში, პირველი კვარტლის გეგმას 26 მილიონი ლარით გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები