საჩხერეში საბავშვო ბაღების 1289 აღსაზრდელს პროდუქტს გადასცემენ

Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეჩერებული სწავლის პროცესის გამო, საჩხერის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, პროდუქტის არამალფუჭებადი მარაგი, რომელიც აღსაზრდელებს ერთი თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ, მათვე გადაეცემათ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.
სურსათის მარაგი უკვე ბაღებშია და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი დახარისხება. სამუშაო პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა – ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ – ლევან ივანაშვილმა მოინახულეს. ამ დროისთვის, საჩხერის მუნიციპალიტეტში 1289 აღსაზრდელი ირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები