კახა კალაძე: ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც საუბარი გვიწევს

“ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულია. თუ დღის განმავლობაში ადამიანს გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს, ყველა სახლშია”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა თბილისის მერია განსაკუთრებული რეგულაციების დაწესებას პარკინგის დროს, რადგან ავტოსადგომის მორიგეებს ფულთან შეხება აქვთ.

კალაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან და სახლში დარჩნენ.

„დავრჩეთ სახლში და მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენური წესები, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ. ან თუ გადაუდებელი აუცილებლობა გვაქვს და გავდივართ, ავტომობილს ვიყენებთ და სხვადასხვა სასურსათო მაღაზიასთან შეხება გვაქვს, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ხელთათმანი და პირბადე, რომელიც გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა მოიხსნან. ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულია. თუ დღის განმავლობაში ადამიანს გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს, ყველა სახლშია. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც საუბარი გვიწევს. ასევე, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენგანი, გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები