მარტვილში ბაღის აღსაზრდელებმა საკვები პროდუქტები სახლში მიიღეს
მარტვილის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს კვების პროდუქტები სახლში მიუტანეს. აღნიშნულ პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ირმა გაბისონია დაესწრნენ.
კვების პროდუქტები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრში შემავალ 21 საბავშვო ბაღის 847 ბავშვს გადაეცემა.
აღნიშნულ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მერიის და საკრებულოს თანამშრომლები, ა(ა)იპების ხელმძღვანელები, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის თანამშრომლები და მოხალისეები.
პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.