COVID-19 და ორსულობა, მშობიარობა, ლაქტაცია – კითხვები და პასუხები
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ ორსულობისა და კორონავირუსით ინფიცირების თემის შესახებ არსებულ კითხვებზე ინფორმაციას ავრცელებს.
არიან ორსულები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ?
არსებული მონაცემებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსული ქალები, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავებით, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
თუმცა, ამ დროს მათ ორგანიზმში მიმდინარე იმუნური სისტემის ცვლილებების გათვალისწინებით, ვიცით, რომ ორსული ქალები მეტად მოწყვლადი არიან ზოგიერთი რესპირაციული ინფექციის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე COVID-19-ით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად და ინფექციის სავარაუდო სიმპტომების, როგორიცაა ცხელება, ხველა და სუნთქვის გაძნელება, არსებობის შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მონაცემების გაანალიზებასა და დაკვირვებას; რეკომენდაციები განახლდება ახალი მტკიცებულებების შესაბამისად.
ორსულად ვარ, როგორ შემიძლია, დავიცვა თავი COVID-19-ით ინფიცირებისგან?
ორსულმა ქალებმა ინფიცირების თავიდან ასარიდებლად უნდა მიმართონ ისეთივე ღონისძიებებს, როგორსაც – მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმა. კერძოდ:
· ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, ან დაიმუშავეთ სპირტისშემცველი ხსნარით;
· დაიცავით სულ 2- მეტრიანი დისტანცია ირგვლივ მყოფ ადამიანებთან;
· მოერიდეთ ხელის შეხებას ცხვირის, თვალებისა და პირის არესთან;
· დაიცავითრ ესპირაციული ჰიგიენის წესები: ცემინებისა და ხველის დროს, სახეზე აიფარეთ მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ხელსახოცი; თუ გაქვთ ცხელება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარების სამსახურს, დარეკეთ წინასწარ და დაემორჩილეთ ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებს;
· ორსულმა და მელოგინე ქალებმა, მათ შორის, ვინც ინფიცირებულია COVID-19-ით, უნდა მიიღონ მათი მდგომარეობისათვის განსაზღვრული გეგმური სამედიცინო მომსახურეობა.
ორსულ ქალებს უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება COVID-19 ით ინფიცირების დასადასტურებლად?
ორულების ტესტირება ხდება ეროვნული პროტოკოლის შესაბამისად ისევე, როგორც – მთლიანი მოსახლეობის.
შეიძლება COVID-19 დედისგან გადაეცეს ნაყოფს ან ახალშობილს?
ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულმა ქალმა შესაძლებელია, ნაყოფს ან ახალშობილს გადასცეს ვირუსი ორსულობის ან მშობიარობის დროს. თუმცა, ამ ეტაპზე, ვირუსი არ არის აღმოჩენილი ამნიონურ სითხესა და დედის რძის ნიმუშებში.
რა სახის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ორსულობისა და მშობიარობის დროს?
ყველა ორსული ქალი, მათ შორის, კორონავირუსზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევები სარგებლობენ მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობის უფლებით, რაც მოიცავს ანტენატალურ, პრენატალურ, პოსტნატალურ ზრუნვასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდება მშობიარობის დროს გულისხმობს:
· ღირსებითა და პატივისცემით მოპყრობას;
· მშობიარობის დროს გვერდში მდგომი ადამიანის არჩევის უფლებას;
· სამედიცინოპერსონალთან კარგ კომუნიკაციას;
· ტკივილისმართვის სტრატეგიების უზრუნველყოფას;
· ბავშვისგაჩენის მეთოდისა და დაბადების ადგილის არჩევის შესაძლებლობას.
თუ COVID-19-ით ინფიცირება დადასტურდა, ჯანდაცვის
მუშაკებმა უნდა გაატარონ სიფრთხილის ზომები, რათა შეამცირონ საკუთარი თავისა და სხვების ინფიცირების რისკი.
საჭიროებენ თუ არა ორსული ქალები საკეისრო კვეთას COVID-19 ვირუსზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის დროს?
არა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, საკეისრო კვეთა უნდა გაკეთდეს მხოლოდ სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
დაბადების მეთოდი უნდა იყოს ინდივიდური და დაფუძნებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სამეანო მითითებებთან ერთად.
შეუძლია თუ არა COVID-19-ით ინფიცირებულ ქალს ძუძუთი კვება?
დიახ, COVID-19-ით ინფიცირებულ ქალს შეუძლია ძუძუთი კვება. მათ უნდა:
· დაიცვან პირადი ჰიგიენა, ატარონ ნიღაბი, სადაც აუცილებელია;
· დაიბანონ ხელი ბავშვთან შეხებამდე და შემდეგ;
· რეგულარულად გაწმინდონ და დეზინფექცია ჩაუტარონ
ზედაპირებს, რომლებსაც ეხებიან;
შეუძლია თუ არა, შეეხოს ან აიყვანოს ხელში ახალშობილი COVID-19-ით ინფიცირებულმა დედამ?
დიახ. ახლო კონტაქტი და ადრეული, ექსკლუზიური ძუძუთი კვება ხელს უწყობს ახალშობილის განვითარებას. თქვენ უნდა უზრუნველყოთ:
· უსაფრთხო ძუძუთი კვება პირადი ჰიგიენის დაცვით;
· ახალშობილთან კანით კანთან კონტაქტი;
· ახალშობილი გყავდეთ თქვენთან ახლოს, იმავე ოთახში,
დაიბანეთ ხელები ბავშვთან შეხებამდე და შეხების შემდეგ. რეგულარულად გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ზედაპირებს, რომლებსაც ეხებით.
COVID-19 მაქვს და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ იმისათვის, რომ ბავშვი ძუძუთი ვკვებო, რა უნდა გავაკეთო?
დედის რძე ახალშობილთა უმეტესობის კვების საუკეთესო წყაროა. თუმცა, COVID-19-ის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მაგრამ დედამ, ოჯახის წევრებთან და/ან ოჯახის ექიმთან შეთანხმებით, კოორდინაციით, უნდა დაადგინოს, თუ როგორ უნდა დაიწყოს ან განაგრძოს ბავშვის ძუძუთი კვება. დედას, რომელიც არის COVID-19-ზე დადასტურებული ან საეჭვო, ესაჭიროება სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილოს ვირუსის გადაცემა ახალშობილზე, როგორიცაა, ხელის დაბანა ჩვილის შეხებამდე და სახის ნიღბის ტარება ძუძუს წოვის დროს. იმ შემთხვევაში, თუ აძლევს გამოწველილ რძეს, წინასწარ უნდა დაიბანოს ხელი და ისე გამოიწველოს; თუ ხმარობს სპეციალურ გამოსაწველს, კარგად უნდა გარეცხოს ხმარებამდე და ხმარების შემდეგ. თუ ჰყავს დამხმარე, მაშინ ბავშვის კვება გამოწველილი რძით, მას მიანდოს.
თამუნა შეყილაძე