ქადაგიძე – “TV პირველს”: ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში და ვთქვათ, სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო, მაგრამ თქვენს კადრზე რას იტყვით? სუს-მა ბეტონი წინასწარ დაალბო, რომ ისიც მარტივად გადანგრეულიყო?

“ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში აზიარებს 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ამსახველ კადრებს და “TV პირველს” მიმართავს.

“კარგი, ვთქვათ, ერთი წამით გამოგყვებით წარმოუდგენელ სიგიჟეში, რომ სუს-მა წინასწარ გადახერხა რკინის ჯებირი, რომ მარტივად გადანგრეულიყო.

ამ ფოტოზე, მათ შორის, თქვენს ეთერში გასულ კადრზე რას იტყვით, რომ სუს-მა ბეტონი დაალბო წინასწარ, რომ ღობესთან ერთად ისიც მარტივად გადანგრეულიყო?

არ ვიცი, თავად გჯერათ თუ არა იმ წარმოუდგენელი სიბეცის, რასაც სასოწარკვეთილი პატრონები გავალებენ და შემდეგ თუთიყუშებივით იმეორებთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ თქვენს მაყურებელზე უმდაბლესი წარმოდგენა გაქვთ და ამ სიშლეგეს აჯერებთ.

ვაი, თქვენს პატრონს!”, – წერს ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები