„მიძღვნა“ – ლადო ათანელი და თამარ ლიჩელი თენგიზ ამირეჯიბის სახელობის XIII საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს გახსნიან
17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თენგიზ ამირეჯიბის სახელობის XIII საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გახსნის დღე დაეთმობა კამერული მუსიკის საღამოს – „მიძღვნა“
მონაწილეობენ: ლადო ათანელი (ბარიტონი) და თამარ ლიჩელი (ფორტეპიანო).
პროგრამაშია: გერმანული, იტალიური და ქართული მუსიკა.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო, თბილისის მერია