ერევანში ციხის 5 ბადრაგს კორონავირუსი დაუდასტურდა
ერევანში, “ვარდაშენის” ციხეში 5 ბადრაგს კორონავირუსი დაუდასტურდა, – განაცხადეს ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ინფიცირებული იზოლირებულია, მათ პატიმრებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.
“დაცვის სამსახურის დანარჩენი 28 ადამიანი იზოლირებულია, მათ ტესტირება ჩაუტარდებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთში კორონავირუსის 663 დადასტურებული შემთხვევაა, 4 პაციენტი გარდაიცვალა.