მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დასაშვები ეკონომიკური საქმიანობის სია გააფართოვა

საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების სია, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფუნქციონირება შეუძლიათ.

დასაშვები გახდა:

შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის),
სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის),
საშენი მასალების წარმოება (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის),
თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა),
სასტუმროები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის),
ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა, საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა),

ტელერადიო მაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები, სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად),
სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად),
არქიტექტურული საქმიანობა (დისტანციურად),
შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია, სახანძრო მომსახურება, ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად).

დადგენილების თანახმად, დასაშვებია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).
დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს ხუთი ადამიანისა).

შეგახსენებთ,რომ 30 მარტის დადგენილებით საქმიანობის უფლება აქვთ ასევე და სიაში არიან:სამედიცინო დაწესებულებები, სურსათის, ასევე ცხოველის საკვების ვაჭრობისა და წარმოების ობიექტები, წისქვილები, პურ-ფუნთუშეულის საცხობები, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის განაწილებისა და მიწოდების კომპანიები, ბენზინის, დიზელის მიმწოდებელი სუბიექტები, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, პრესის ჯიხურები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები