თელავში ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავში ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებული ქვაფენილის ნაცვლად, 400 მეტრის სიგრძეზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტის საფარი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 93 600 ლარით ფინანსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია “სერპანტინი” ასრულებს. #დარჩისახლში #გაუფრთხილდისიცოცხლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები