კახა კალაძე: მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია, მძღოლები კუთვნილ სახელფასო ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.

„რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი თანამშროლები არიან და, ჩვეულებრივად, თავიანთ სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სრულიად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე, ქალაქებს შორის. აკრძალულია თბილისის მეტროთი გადაადგილებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები