ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს არ წყდება – რა წერია მთავრობის დადგენილებაში

მთავრობის 23 მარტის დადგენილების მიხედვით, განისაზღვრა ის ეკონომიკური საქმიანობები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროსაც არ შეჩერდება.
ესენია:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოება;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობა;
ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაცია;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოება/დისტრიბუცია/რეალიზაცია;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარება და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურება;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობა;

ს) პრესის ჯიხურები.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დამატებით განსაზღვროს იმ ეკონომიკური საქმიანობების ან/და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ იზღუდება და რომელთა ფუნქციონირებაც აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები