საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკაში COVID – 19- ის დიაგნოზით ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული.

როგორც საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ამბობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“მივიღეთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს პნევმონია, თუმცა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.

ცნობისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს, ორი გამოჯანმრთელებული კი გუშინ გაეწერა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 21, კარანტინში 4995 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში 278 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები