მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა

მარნეულში, “ჯეო ჰოსპიტალის” კლინიკაში კორონავირუსის ორი ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” კლინიკის დირექტორმა, ტატა შენგელაიამ დაუდასტურა.

” დღეს ჩვენს კლინიკაში, დღის პირველ ნახევარში  დაუფიქსირდა ორ ქალბატონს კორონავირუსი. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალში ველოდებით ეპიდემიოლოგების ჯგუფს და ორივე პაციენტი გადაყვანილი იქნება სპეციალიზირებულ კლინიკაში”, – განაცხადა ტატა შენგელაიამ.

ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით სულ კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია  21.  კარანტინის რეჟიმში – 4995, ხოლო, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები