იტალიაში ვირუსით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად ვატიკანში დროშებს დაუშვებენ

ვატიკანში დღეს იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშებს დაუშვებენ.

ამის შესახებ წმინდა ტახტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მატეი ბრუნიმ განაცხადა.

“მთელი დღის განმავლობაში გლოვის ნიშნად წმინდა ტახტი დროშებს დაუშვებს, რომ ამით იტალიასა და მსოფლიოში პანდემიის შედეგად გარდაცვლილებსა  და მათი ოჯახის წევრებთან სიახლოვე გამოხატოს, ასევე, იმათთან, ვინც ვირუსის დასამარცხებლად კეთილშობილურად იბრძვის”, – განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

იტალიაში კორონავირუსის 101 739 დადასტურებული შემთხვევაა, 11, 5 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, 14 620 პაციენტმა კლინიკები დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები