ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა ქვეყნის დროშის ფერებში განათდა

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდასაჭერად, ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ესპანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ირანის დროშების ფერებში განათდა.

ამის შესახებ “რეგიონულ კცირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტად ეს ქვეყნები დააზარალა და სწორედ ამიტომ მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები