მცხეთა-მთიანეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთში, COVID 19-ის პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. რეგიონში ნიადაგის დამუშავება და მარცვლეული კულტურების თესვა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მხარის გუბერნიისან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა პირველადი საგაზაფხულო სამუშაოები ხეხილისა და ვენახის ბაღებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში ბოსტნეული კულტურების საჩითილე სასათბურე მეურნეობა მოინახულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ მუხრანში საგაზაფხულო ხვნა-თესვის პროცესსაც გაეცნენ. სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. ადგილზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა დაცული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამინისტროს რეგიონული სამსახურები ფერმერებსა და მიწათმოქმედებთან მუდმივ კოორდინაციაში არიან და დარგობრივთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამის კონსულტაციებსაც უწევენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი უწყებები კოორდინებულად მუშაობენ, რათა მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები