უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 480-მდე გაიზარდა, 11 ლეტალური შემთხვევაა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 480-მდე გაიზარდა, COVID-19-ს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების მონაცემით, 10 პაციენტი განიკურნა.
29 მარტს ქვეყანაში ინფიცირების 62 ახალი შემთხვევა დადასტურდა.