ალექსანდრე მოწერელია: რეგიონში განსაკუთრებული დარღვევები არ არის

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რეგიონში განსაკუთრებული დარღვევები არ არის. მისი განმარტებით, მოსახლეობა გაცილებით უფრო მობილიზებულად შეხვდა არსებულ ვითარებას.
„ფოთში გვაქვს ერთი პრობლემა, ეს არის ტრაილერების დიდი რაოდენობა, მძღოლები. მეორე მხრივ, მოგეხსენებათ, საზღვაო საზღვარი გვაქვს, შემოდის გემები, ამდენად, ფოთში რაიმე სახის უკონტროლო სიტუაციის ქონა უკვე ძალიან პრობლემურს ხდის, ვინაიდან ჩვენი მთლიანი მომარაგება ხდება ფოთიდან. ამდენად, მივიღეთ გადაწყვეტილება ფოთის შემოსასვლელ-გასასველის ჩაკეტვის”, – განაცხადა მხარის გუბერნატორმა.
ალექსანდრე მოწერელიას თქმით, რეგულაციების გამკაცრებული აღსრულების ფარგლებში მძღოლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, რომელიც უკვე დაწყებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერში, სადაც ტემპერატურა უკვე 200-ზე მეტ ადამიანს შეუმოწმდა.
მოწერელიას თქმით, ამ ეტაპზე, არცერთ მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სახის საეჭვო სიმპტომები არ დადასტურებია.
გუბერნატორის ინფორმაციით, რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს, პრაქტიკულად, მზადაა პაციენტების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები