მარინა ეზუგბაია: ჩვენს კლინიკაში მყოფი 3 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

“ჩვენთან, ამ ეტაპზე, 29 პაციენტი რჩება. იცით, რომ კორონავირუსისგან 17 განკურნებული ადამიანი გაეწერა, აქედან 2-მა ბავშვმა დატოვა კლინიკა და 3 ბავშვი, ჯერჯერობით, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა,

მისივე თქმით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენს პაციენტებს ჩვენ თვითონვე ვუტარებთ ტესტირებას, ჩვენი ლაბორატორია მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია. ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტირება PSR კვლევით ჩვენთან ტარდება. გუშინ 21 პაციენტის ტესტირება ჩატარდა, აქედან ნაწილი იყო ჩვენი პაციენტი, რომელთა გამოჯანმრთელებას ველოდებით და გამოჯანმრთელების პირველი PSR ტესტირების შედეგები უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მათთან მხოლოდ კონცენტრაციის მკვეთრად შემცირება დაფიქსირდა. ვნახოთ, დინამიკაში როგორ გაგრძელდება. ერთთან დადასტურდა 21-დან და დანარჩენი ყველა იყო ნეგატიური. დღეს დილას მხოლოდ 4 პაციენტზე იქნა აღებული ტესტი გამოსაკვლევად, ვნახოთ, დღის განმავლობაში რამდენი პაციენტი შემოგვემატება. ჩვენთან, ამ ეტაპზე, 29 პაციენტი რჩება, იცით, რომ 17 განკურნებული გაეწერა, აქედან 2 -მა ბავშვმა დატოვა კლინიკა და 3 ბავშვი განაგრძობს, ჯერჯერობით, მეთვალყურეობას. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები