საგარეჯოს მერმა აზერბაიჯანული სოფლების მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის მობილური ჯგუფის წევრები, “ქათული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის მოხალისეები,  მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი ერბოწონაშვილთან და  მაჟორიტარ დეპუტატთან რომან მუჩიაშვილთან ერთად, აზერბაიჯანულ სოფლებში მორიგ მონიტორინგზე იმყოფებოდნენ.

მათ თითოეულ მოსახლეს ბინაზე მიაკითხეს, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომები გააცნეს და მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა გამოიკვლიეს.

საგარეჯოს მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მეგაფონის საშუალებით,  აზერბაიჯანულ ენაზე მოსახლეობას მოუწოდა, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან სოციალური  დისტანცია. ამ ეტაპზე, ვითარება სტაბილურია და კონტროლირებადი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები